სალომე ზურაბიშვილი: მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე და ხმა მომცა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ყველა ამ ადამიანის გამარჯვებაა ის, რაც 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა.
„პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც დამიჭირა მხარი და ხმა მომცა. ყველას, ვინც ძალიან დიდხანს, ეს ბოლო ორი-სამი თვე, აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ კამპანიაში, რომელიც ადვილი არ იყო, „ოცნებას“, „ოცნების“ აქტივისტებს, შტაბის მხარდამჭერებს და უბრალო ადამიანებს, ვინც თავიანთი ინიციატივით ჩაერთვნენ ამ კამპანიაში და იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები, ყველაზე გულწრფელი დამცველები. ყველა ამ ადამიანის გამარჯვებაა ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.