“საარჩევნო პროცესი გრძელდება და ჩვენ გვმართებს ძალისხმევა, რათა გავაორმაგოთ ჩვენი ერთობა და ქვეყანას ავარიდოთ იმ საშიშროების დაბრუნება, რასაც წინა წლებში მმართველი პოლიტიკური ძალა სჩადიოდა”
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით დაიწყო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პროცესებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მიუხედავად ხელისუფლების მრავალგზის მოწოდებისა, რაც საარჩევნო პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეეხებოდა, სამწუხაროდ, გამოიკვეთა ძალები, რომლებმაც იმ კანდიდატის მიმართ, რომელსაც მხარს პარტია „ქართული ოცნება” უჭერს, სიძულვილის ენა გამოიყენა.
„პოლიტიკური ტექნოლოგიით, მხოლოდ გამართლება იმის, რომ ადამიანს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია სიბინძურეებზე ააგოს კამპანია, რომ მოიპოვოს ხმები, ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა დამთავრდეს. ამის დიდი ძალა გვაქვს ჩვენ და მიუხედავათ ამ გამოწვევებისა, ეს უნდა გადავლახოთ. საარჩევნო პროცესი გრძელდება და ჩვენ გვმართებს ძალისხმევა, რათა გავაორმაგოთ ჩვენი ერთობა და პრინციპულობა და ქვეყანას ავარიდოთ იმ საშიშროების დაბრუნება, რასაც წინა წლებში მმართველი პოლიტიკური ძალა სჩადიოდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი რესურსის გამოყენება და იმპოლიტიკური კურსის და მიმართულების დაცვა, რაც ქვეყანას აქვს არჩეული”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის” მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების და „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის” იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს თავმჯდომარეს, პავლე კასრაძეს მოუსმინეს.
მომხსენებელმა კომიტეტს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო და რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, სააგენტომ „საქართველოს ანტი-დოპინგური წესები” შეიმუშავა, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო სტანდარტებთან. ამასთანავე, ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს მიერრატიფიცირებული კონვენციების შესაბამისი ნორმების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აქტიურ საქმიანობას აგრძელებს.
პავლე კასრაძემ სააგენტოს წინაშე არსებული პრობლემებიც მიმოიხილა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტს დახმარებისთხოვნით მიმართა.
„გვაქვს რიგი გამოწვევები და ვმუშაობთ მათ დასაძლევად, მაგრამ არის საკითხები, რომლებსაც მარტო ვერ გავწვდებით და ამ კუთხით კომიტეტის და სამინისტროს ქმედით დახმარებას დიდი მნიშვნელობააქვს”, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კასრაძეს გაწეული საქმიანობისთვის და წარმოდგენილი ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სპორტი დღითიდღე უფრო და უფროვითარდება, რაც, თავის მხრივ, თანამედროვე სტანდარტების და მიდგომების დანერგვას საჭიროებს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციები და მოთხოვნები სრულად შესრულდეს.