ანა ნაცვლიშვილი: ძალიან დამაზიანებელი იქნება, თუ ძალადობის ფონზე მოხდება კამპანიის გაგრძელება

ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში და ძალიან დამაზიანებელი იქნება, თუ ძალადობის ფონზე მოხდება კამპანიის გაგრძელება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილმა ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბზე განხორციელებულ თავდასხმაზე გააკეთა კომენტარი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მოქმედების პარალელურად, რომ არ მოხდეს ძალადობრივი ინციდენტები და მათ გაეცეს შესაბამისი პასუხი, პარტიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოუწოდოს თავის აქტივისტებს, რომ თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებებისგან. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში და ძალიან დამაზიანებელი იქნება, თუ ძალადობის ფონზე მოხდება კამპანიის გაგრძელება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები