ანრი ოხანაშვილი: ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტებთან უფრო სწორი კომუნიკაცია უნდა იყოს შერჩეული

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ საქციელს გამოეხმაურა, როდესაც მან ჟურნალისტებს ზურგი შეაქცია და დასმულ კითხვებს პასუხი არ გასცა.
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილის მხრიდან, მედიის წარმომადგენლებთან უფრო სწორი კომუნიკაცია უნდა იყოს შერჩეული.
“მე ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ჟურნალისტებთან მიმართებით, უფრო სწორი კომუნიკაცია იყოს შერჩეული და უფრო მეტი პატივისცემა თქვენს მიმართ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები