ვატო შაქარიშვილი: საქართველო არ წავა კოლექტიურ სუიციდზე

საკრებულოს წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში მოსახლეობას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება ძვირფასია და არცერთი ადამიანი ადვილად არ დათმობს მას.
როგორც შაქარიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, დღეიდან “ქართული ოცნება” იქნება ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს.
“საქართველო არ წავა კოლექტიურ სუიციდზე. გადარჩენისთვის ბრძოლა ეს ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტია. საფრთხე ძალიან ხელშესახები გახდა!
დღეს, გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს, გვერდში უნდა დავუდგეთ ბიძინა ივანიშვილს და მის შექმნილ პოლიტიკურ გუნდს – ქართულ ოცნებას, რომელთან ერთადაც 2012 წელს თავისუფლება მოვიპოვეთ! გვერდში უნდა დავუდგეთ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2006 წლიდან იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ და რომელიც იქნება მოპოვებული თავისუფლების და სტაბილურობის გარანტი!
სისხლით და ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება განსაკუთრებით ძვირფასია და არც ერთი ადამიანი ამას ადვილად არ დათმობს!
დღეიდან “ქართული ოცნება” იქნება ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს, იქნება ერთიანი და ძლიერი სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, იქნება ერთიანი და მტკიცე თავისუფლების იდეის დასაცავად!
მინდა გავამხნევო “ქართული ოცნების” ყველა ერთგული პარტიული თანამშრომელი, რომლებმაც ბევრი იშრომეს და იბრძოლეს, მაგრამ მათ უბნებზე თუ ოლქებში შედეგი არ დადგა! კიდევ უფრო გაძლიერდით და გამხნევდით მეორე ტურში თქვენი დაუღალავი შრომა აუცილებლად მოიტანს დიდ გამარჯვებას!
რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ჩემს საბურთალოელებს, საარჩევნო შტაბის თითოეულ წევრს, მათი საქმიანობის და დიდი ძალისხმევის შედეგია, რომ საბურთალოს მთელს ქვეყანაში ყველაზე მაღალი შედეგი აქვს! ჩვენი მეგობრების, ერთგული მხარდამჭერების, პარტიული აქტივის და თითოეული საბურთალოელის დამსახურებაა, რომ მე-6 ოლქში 30 უბნიდან 30-ივე დამაჯერებლად მოვიგეთ!
გამხნევდით! მაგრად დადექით! დიდ გამარჯვებას დიდი ბრძოლა სჭირდება!”, – წერს ვატ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები