გედევან ფოფხაძე: თუ გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, სამოქალაქო ომი დაიწყება

“თუ გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, სამოქალაქო ომი დაიწყება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
ფოფხაძის ინგორმაციით, არსებობს რევანშისტული განწყობები.
მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას და ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას ციხიდან გამოშვებას გეგმავს.
დეპუტატი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ იგი საპრეზუდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენს და საქართველოში დააბრუნებს.
ამასთან, მისივე განცხადებით, პატიმრობაში მყოფ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას და ტოფილ პრემიერ-მინისტრს ივანე მერაბიშვილს შეიწყალებს და პატიმრობიდან გაათავისუფლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები