“ჩვენ ვართ საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროკავშირსა და ნატოში მისი მომავალი წევრობის მტკიცე მხარდამჭერები”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანები, უსაფრთხოების და სტაბილურობის მნიშვნელობა და რუსეთიდან მომავალი საფრხეები განიხილეს. ასევე, მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და ადამიანის უფლებების დარღევევის უხეში ფაქტები.
სოფიო ქაცარავამ კოლეგებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე პროცესი და სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობა, რაც კომიტეტის დღის წესრიგს წარმოადგენს.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი კავშირები და საპარლამენტო თანამშრომლობის როლი ამ მიმართულებით.
„ჩვენ ვართ საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროკავშირსა და ნატოში მისი მომავალი წევრობის მტკიცე მხარდამჭერები. ამ გზაზე გატარებული ყველა რეფორმა საგულისხმო და მნიშვნელოვანია”, – განაცხადა შეხვედრისას ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჰანს ჰანსომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები