მამუკა არეშიძე: არ შეიძლებოდა, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილს ფოთი წაეგო, საარჩევნო კამპანია არასწორად იყო წარმოებული

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანია არასწორად იყო წარმოებული.
„არ შეიძლებოდა, რომ ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილს ფოთი წაეგო. არის ისეთი რამ, რისი დაშვების უფლებაც არ გაქვს, ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ფოთი მოგებულიყო. თუნდაც იმიტომ, რომ სიმბოლოა გარკვეულწილად.
ერთი მნიშვნელოვანი თემა მოხსნა ხელისუფლებამ გაყალბებაზე ვერავინ ლაპარაკობს. ისიც, რომ არადემოკრაიტული არჩევნები იყო, ამას ვერავინ იტყვის. შესაძლოა, დარღვევები იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვენლობა ჰქონდა.
ამ სამ კვირაში იმის გაკეთება მაინც შეიძლება, რომ პასუხი გაეცეს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. სარალიძესთან დაკავშირებული იქნება თუ ოქუაშვილთან, კინაღამ დააქცია ამ კაცმა სახელმწიფო და უცებ, ისე ჩაწყნარდა ყველაფერი, ვითომ ეგრეც უნდა იყოს.
მე რას გავაკეთებდი – მე ძირეულად შევცვლიდი საარჩევნო კამპანიას. პოზიციონირებას დავიწყებდი სხვა რამით და არა იმით, რითაც ხელისუფლება აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას. იმით კი არა რომ მუდმივად პაუხის გაცემის რეჟიმში ვყოფილიყავი, არამედ ცოტა სხვა რამით, პოზიციონირებით იმ საკითხისა, რაც მართლა მნიშვნელოვანია ამ კანდიდატის ბიოგრაფიაში, ოჯახის ისტორიაში, მის გაკეთებულ საქმეებში და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვენლოვანია, საზოგადოებამ ვერ გაიგო, რას გააკეთებს ეს ადამიანი ამ პოსტზე ყოფნის დროს, რას იზამს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რას იზამს რეგიონალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს არ ჩანდა. ჩვენ ვიყავით მომსწრე ამ დიალოგისა, ისინი ბრალს სდებდნენ, მეგრელებს ვერ იტანს სალომეო და ესენი პასუხს სცემდნენ, იმას კი არ ამბობდნენ, რომ ეს „ფეიკი“ იყო, თავად გვარამიამ აღიარა ბოლო გადაცემაში, რომ არსად მოუსმენია სალომეს ასეთი გამოსვლა. პრაქტიკულად, მიფუჩეჩებული იყო საარჩევნო კამპანია.
სწორად წარმართეს ანტიკამპანია „რუსთავი 2-ის“ მეთაურობით. უნდა ვაღიაროთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბევრად უფრო ორგანიზებული პარტია, ვიდრე „ქართული ოცნება“ და ბევრად უფრო ორგანიზებული აქვთ პიარის მიმართულება და პროპაგანდა. მიაღწიეს თავისას. ომის თემასთან დაკავშირებული ფრაზები – სალომემ პრაქტიკულად გაიმეორა ის, რაც თქვეს ევროპულმა სტრუქტურებმა და რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მისცეს ხმა, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ვგულიხმობ“, – განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები