“არჩევნების მეორე ტურში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მოხსნა დაუშვებელია”
“საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მოხსნა დაუშვებელია”, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საარჩევნო კოდექსში.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლი განმარტავს პროცედურებს არჩევნების მეორე ტურის შესახებ.
არჩევნების მეორე ტური
1. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.
2.არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.
3.არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ პირველ ტურში პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, მეორე ტურში მონაწილის ვინაობა ვლინდება წილისყრით.
3 1 . საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მოხსნა დაუშვებელია.
4. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
5. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018 წ.”, – აღნიშნულია საარჩევნო კოდექსში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნების მოლოდინშია. არჩევნების მეორე ტურის თარიღი ამ დროისათვის უცნობია.
საპრეზიდენტო არჩევები, რომელიც 28 ოქტომბერს ჩატარდა, ამომრჩეველთა უპირატესობა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და დამოიკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა.
ცესკოს საბოლოო შედეგის თანახმად: სალომე ზურაბიშვილი – 38.64%, გრიგოლ ვაშაძე – 37.74% .