დემურ გიორხელიძე “საქსტატის” მონაცემებზე: ზრდის ტემპი კარგია და ტენდენციები რეალური

ზრდის ტემპი კარგია და ტენდენციები რეალური. ნებისმიერი დადებით შედეგი მისასალმებელია, მით უმეტეს აგვისტოში დაფიქსირებული ციფრების შემდეგ, – ასე აფასებს „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე.
მისი მოსაზრებით, ამ ეტაპზე ვერ იქნება უფრო მაღალი ზრდის მაჩვენებელი არსებული სიტუაციების გათვალისწინებით, ის, რაც სჭირდება ქვეყანას. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მთავრობის უფრო აქტიური ქმედების შემთხვევაში ბევრად უკეთესი შედეგი დადგება. ​
„დაველოდოთ წლიურ შედეგებს. ეკონომიკის ზრდის წლიური მაჩვენებელი თუ 5 პროცენტი დადგება, ეს ჩვენთვის ძალიან კარი შედეგები იქნება“, -აცახდებს დემურ გიორხელიძე.
შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 პროცენტს შეადგენს. ასევე წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები