საქსტატი: საქართველოს ეკონომიკა 5,6%-ით გაიზარდა

წელს, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0 პროცენტით განისაზღვრა.
დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის კვლევის შესახებ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში, საფინანსო საქმიანობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებში, რესტორნებისა და სასტუმროების მიმართულებით.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტი 25.7 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი – 19.1 პროცენტით.
თოდრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტში, რომლის გატანა მთავარ საექსპორტო ბაზარზე – ამერიკაში, გაორმაგებულია.​
საქსტატში აცხადებენ, რომ მშენებლობის დარგში კლება ფიქსირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები