ვალერიან გორგილაძე: “ქართულმა ოცნებამ” რეალობას უნდა შეხედოს თვალებში, სალომემ კი მეორე ტურში უნდა გაიმარჯვოს

“ქართულმა ოცნებამ“ რეალობას უნდა შეხედოს თვალებში. სალომემ კი, მეორე ტურში უნდა გაიმარჯვოს,-აღნიშნული პოსტი სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“მეგობრებო და არა, მხოლოდ. არ მიყვარს ბოდიშების თქმა, მაგრამ ბოდიში არის შეცდომების აღიარების და ადეკვატურობის შენარჩუნების შედეგი. ეს უკანასკნელი კი, ჯერ მჭირდება.
ყველას, ვისაც ჩემი გუშინდელი პოსტით ცრუ მოლოდინები შევუქმენი, ვუხდი ბოდიშს! უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრ რამეში შევცვდით და თვალი დავხუჭეთ ისეთ დეტალებზე და ნიუანსებზე, რომლებსაც სხვა დროს აუცილებლად გავითვალისწინებდით. მართალია, ჩვენი უნებლიე ტყუილი უფრო მართალი აღმოჩნდა, ვიდრე უდუმაშვილის და „ევროპული საქართველოს“ მიერ გაჟღერებული პოსტულატი- ვაშაძის დამაჯერებელი გამარჯვების შესახებ. თუმცა, როგორც ცნობილია, სიმართლე და „ასეტრინა“ მეორე ხარისხის არ არსებობს.
კიდევ ერთხელ დავრწუნდი -Vox populi, Vox dei! ხალხი პოლიტიკოსებზე ჭკვიანია და ამიტომაც, პოლიტიკოსები ყურადღებით უნდა უსმენდნენ ხალხს!
ავანსების დრო გავიდა. „ოცნებამ“ რეალობას უნდა შეხედოს თვალებში. სალომემ კი, მეორე ტურში უნდა გაიმარჯვოს. ეს უკვე, პრინციპის და ღირებულებების საკითხია,-წერს გორგილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები