ვანო მერაბიშვილი: მეორე ტურში ორმაგი უპირატესობა უნდა დავაფიქსიროთ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ეხმაურება.
შესაბამისი პოსტი ფეისბუქში ვანო მერაბიშვილის პირად გვერდზე განთავსდა.
“დიდი სიხარულით მინდა მივულოცო ჩემს მეგობარს, გრიგოლ ვაშაძეს წარმატება. გუშინდელი არჩევნებით ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას ღირსებას ვერასოდეს ვერავინ წაართმევს. მიხარია, რომ ჩემი განცდა და სურვილი რეალურად დადასტურდა – ოპოზიცია ერთიანად იბრძვის გამარჯვებისთვის. მეორე ტურში ორმაგი უპირატესობა უნდა დავაფიქსიროთ”, – ნათქვამია პოსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები