სოფო კილაძე: ხელისუფლება საზოგადოების ნდობას შეცდომების გაანალიზებით და ადეკვატური რეაგირებით დაიბრუნებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე სოციალურ ქსელში არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ეს არის იმ შეცდომების შედეგი, რომელიც მმართველმა გუნდმა დაუშვა.
მისივე თქმით, ხელისუფლება საზოგადოების ნდობას მხოლოდ ამ შეცდომების გაანალიზებით და ადეკვატური რეაგირებით დაიბრუნებს.
“ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმ რიგი შეცდომებისა, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაუშვა. ამის არც ხალხზე და არც “ნაცებზე გადაბრალება” არ იქნება სწორი.
მხოლოდ საკუთარი შეცდომების გაანალიზება და ამ ანალიზზე ადეკვატური რეაგირება, კონკრეტული, ხალხისთვის სასარგებლო შედეგის დადება იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ისევ დავიბრუნოთ საზოგადოების ნდობა.
ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ეს არის დიდი გაფრთხილება, რომ ჩვენ არ ავცდეთ ჭეშმარიტ გზას, რომელიც ხალხს სიკეთეს მოუტანს.
ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა წავიდეთ წინ. რეფორმები და საქმის კეთება, მხოლოდ ეს უშველის ამ ქვეყანას”, – წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები