ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 ჩამოვარდა (ვიდეო, ფოტო)

ავიაკომპანია Lion Air-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელთანაც ცენტრალურმა ბაზამ დილით კავშირი დაკარგა ინდონეზიის კუნძულ იავასთნ ზღვაში ჩავარდა. მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავის ბორტზე 181 მგზავრი იმყოფებოდა, 2 ეკიპაჟის წევრი და 6 ბორტგამცილებელი, მათ შორის ინდონეზიის სხვადასხვა უწყების 20 ჩინოვნიკი. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილები არ არიან. მაშველი-მყვინთავები საათების მანძილზე ეშვებოდნენ წყალში, მაგრამ უშედეგოდ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Boeing 737 ტექნიკურად სრულიად გამართული იყო, ხოლო მის პილოტებს 11,000 საათიანი ფრენის გამოცდილება ჰქონდათ. მომხდარის მიზეზი უცნობია. ამ დროისთვის სამძებრო სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები