სალომე ზურაბიშვილი თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან, 6-ში ლიდერობს

ცესკოს, 29 ოქტომბრის 04:00 საათის მონაცემებით, მთავრობის მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან, 6 საარჩევნო ოლქში ლიდერობს.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მონაცემებით:
სალომე ზურაბიშვილი – 38, 95 პროცენტი,
გრიგოლ ვაშაძე – 31, 83 პროცენტი.
ამ დროისათვის მთაწმინდის რაიონის 38 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 12 უბანი.
ვაკის საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი – 36, 78 პროცენტი
გრიგოლ ვაშაძე – 29, 87 პროცენტი.
ამ დროისათვის 78 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 38 საარჩევნო უბანი.

საბურთალოს საარჩევნო ოლქი:
სალომე ზურაბიშვილი – 36, 65 პროცენტი,
გრიგოლ ვაშაძე – 32, 36 პროცენტი.

საბურთალოს რაიონის 91 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 28 უბანი.

კრწანისის საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი – 35,5 პროცენტი;
გრიგოლ ვაშაძე – 38, 99 პროცენტი;
ამ დროისათვის კრწანისის 32 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 14 უბანი.
ისნის საარჩევნო ოლქი:
სალომე ზურაბიშვილი – 32,26 პროცენტი;
გრიგოლ ვაშაძე – 39,18 პროცენტი;
ისნის საარჩევნო ოლქის 77-ე საარჩევნო უბნიდან დათვლილია 32 უბანი.
სამგორის საარჩევნო ოლქი:
სალომე ზურაბიშვილი – 29,94 პროცენტი;
გრიგოლ ვაშაძე – 41,87 პროცენტი.
სამგორის საარჩევნო ოლქის 115 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 75 უბანი.
ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი:
სალომე ზურაბიშვილი – 38, 82 პროცენტი;
გრიგოლ ვაშაძე – 34, 12 პროცენტი.
ჩუღურეთის რაიონის საარჩევნო ოლქის 43 საარჩევნო უბნიდან დათვლილია – 36.
დიდუბის საარჩევნო ოლქი:
სალომე ზურაბიშვილი – 37, 95 პროცენტი;
გრიგოლ ვაშაძე – 31, 01 პროცენტი.

დიდუბის საარჩევნო ოლქის 54 უბნიდან დაათვლილია 49 საარჩევნო უბანი.
ნაძალადევის საარჩევნო ოლქი:
სალომე ზურაბიშვილი- 33,27 პროცენტი,
გრიგოლ ვაშაძე – 36, 83 პროცენტი;
ამ დროისათვის ნაძალადევის საარჩევნო ოლქის 97 უბნიდან დათვლილია 69 უბანი.

გლდანის საარჩევნო ოლქი:
სალომე ზურაბიშვილი – 30, 24 პროცენტი;
გრიგოლ ვაშაძე – 40, 32 პროცენტი.
გლდანის საარჩევნო ოლქის 108 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 60 უბანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები