საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია

512 საარჩევნო უბნის მიხედვით, რაც მთლიანი საარჩევნო უბნების 13%-ზე მეტია, სალომე ზურაბიშვილმა 40.05%, 65 840 ხმა; გრიგოლ ვაშაძემ 37,93%, 62 352 ხმა; დავით ბაქრაძემ კი 10.83%, 17 798 ხმა მიიღეს, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
მისი თქმით, მიმდინარეობს შედეგების დათვლა და მონაცემებს ცესკო ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები