ირაკლი კობახიძე: გამოიკვეთა მეორე ტურის ჩატარების ალბათობა

“ცესკოს შედეგებს აცდენილია ორივე ეგზიტპოლის შედეგები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომრემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე დათვლილია 1000 უბნის მონაცემები და გამოიკვეთა მეორე ტურის
ჩატარების ალბათობა.
“საქმე იმაშია, რომ გამოკითხვების დროს მოქალაქეები არ იყვნენ გულახდილები, ამიტომ ორივე ეგზიტპოლების შედეგები აცდენილია რეალობას და დაველოდოთ ცესკოს საბოლოო შედეგებს. ამ ეტაპზე დათვლილი 1000 უბნიდან, ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი და დაგვაკლდა ცოტა. ამ დროისათვის გამოიკვეთა მეორე ტურის ჩატარების ალბათობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ არჩევნების მეორე ტური დააანონსა.
მისივე თქმით, იგი მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ვარაუდობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები