ცესკო: საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი

“საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი”, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებში ხმების დათვლა მიმდინარეობს.
„დაიხურა საარჩევნო უბნები. მიმდინარეობს ხმების დათვლა. მას შემდეგ, რაც უბანზე შემაჯამებელი ოქმი შედგება, მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისინი შესაბამის პროგრამაში ატვირთავენ, ხოლო ოქმები შემდგომში დაუყოვნებლივ განთავსებული იქნება ცესკო-ს სპეციალურ ვებგვერდზე. ვვარაუდობთ, რომ საზოგადოებისათვის პირველადი შედეგების მიწოდა დაახლოებით 02:00 საათისთვის იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები