“ჩვენს წარმომადგენლებს მობილიზაციისკენ მოვუწოდებ, რადგან საჭიროა ხმების დათვლა მოხდეს კანონის სრული დაცვით”
“მგონია, რომ მცირე განსხვავება იმიტაციისთვის გაკეთდა და რეალურად, ერთიან, შეთანხმებულ სურათს ჰგავს და ეს განცხადებებიც ამას მოწმობს”, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს, საბოლოო მონაცემს კი ცესკო გამოაქვეყნებს.
„მგონია, რომ მცირე განსხვავება იმიტაციისთვის გაკეთდა და რეალურად, ერთიან, შეთანხმებულ სურათს ჰგავს და ეს განცხადებებიც ამას მოწმობს. საბოლოდ, ცესკოს მონაცემებს დავეყრდნობით. საჭიროა მაქსიმალური ყურადღება ხმის დათვლის პროცესზე. ეს ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია.
ჩვენს წარმომადგენლებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოვუწოდებ, რადგან საჭიროა ხმების დათვლა მოხდეს კანონის სრული დაცვით. რამდენიმე საათში, ცესკო-ს სრული სურათი ექნება და მათი მონაცემები ჩვენთვის საბოლოო იქნება. ჩვენი მონაცემები ცხადყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ჩვენ ცესკო-ს ვენდობით. 2,6 პროცენტი არის ცდომილება და ამის ფარგლებში შეიძლება სურათი იყოს შეცვლილი. ამ მონაცემებით, რაც გვაქვს, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. საბოლოო მონაცემს ცესკო გამოაქვეყნებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, – 52.3%, მეორე ადგილზეა – გრიგოლ ვაშაძე 28.1%.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისა და “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით, კომპანია “Edison Research”-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ 40-40% მიიღეს.