გია ვოლსკი: გამარჯვება ცესკო-ს მონაცემების შემდგომ უნდა აღვნიშნოთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას მას შემდეგ აღნიშნავენ, რაც ცესკო-ს მონაცემებიც გახდება ცნობილი. მისივე შეფასებით, წინასწარ გამარჯვების ზეიმი არასერიოზულია.
“ეგზიტპოლის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი აჭარბებს 50%-ს, თუმცა ცესკო-ს უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ აღვნიშნოთ. მე რასაც არ ველოდი, ეს იყო, რომ “ნაცმოძრაობას” შეეძლო ამხელა პროცენტი მიეღო. მეორე და მესამე ეგზიტპოლის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ ისევ პირველ ტურში გამარჯვებას ველოდებით, გრიგოლ ვაშაძეს ტაშ-ფანდური გაუმართავს, მე გავიმარჯვეო და ეს არასერიოზულია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 52,3 %-ით ლიდერობს, “გაერთიანებული ოპოზიცია” – გრიგოლ ვაშაძე – 28,1%-ით, პარტია “ევროპული საქართველო” – დავით ბაქრაძე – 9,2%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები