მამუკა ბახტაძე: მინდა, ყველას მივულოცო არჩევნების მშვიდობიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება

“მინდა, ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. მინდა, ყველა მოქალაქეს მადლობა გადავუხადო აქტივობისთვის და სამოქალაქო კულტურისთვის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ ყველა პირს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო პროცესის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. მინდა, ყველა მოქალაქეს მადლობა გადავუხადო აქტივობისთვის და სამოქალაქო კულტურისთვის. როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს ამ არჩევნებში. ჩვენ ახლა უნდა დაველოდოთ ცესკო-ს შესაბამის პროცედურებს, დათვლის შედეგებს. აქვე მინდა ვისარგებლო და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნების ორგანიზებაში, მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები