“ვენაში მყოფმა ქართველებმა ხმა საქართველოს საკონსულოში უნდა მისცენ, საელჩო დაკეტილია, რადგან კვირაა”

ვენაში მცხოვრები ჟურნალისტის, მიხეილ ხაჩიძის თქმით, ვენის საარჩევნო უბანი დაკეტილი არ არის. მისივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მისაცემად, საქართველოს საკონსულოს უნდა მიმართონ.
“ვენის საარჩევნო უბანი დაკეტილი არ არის და არც ყოფილა. საქართველოს საელჩო და საკონსულო ავსტრიის დედაქალაქში სხვადასხვა მისამართზეა, არჩევნები საკონსულოში ტარდება, რომელიც ბელვედერის შესასვლელთანაა, საელჩო კი ავსტრიის პარლამენტის უკანაა და მართლაც დაკეტილია, რადგან კვირაა. ხმის მისაცემად, საკონსულოში მიდით, ამ დროის მონაცემებით, 40 ადამიანს აქვს ხმა მიცემული”, – წერს მიხეილ ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები