ირაკლი ნოზაძე “რუსთავი 2”-მა გადაცემიდან მოხსნა-“ფული სალომემ გადაგიხადოსო”

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე ” რუსთავი 2″ -მა გადაცემიდან მოხსნა.
ამის შესახებ თავად მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა. იგი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მისი მონაწილეობაა.
როგორც ირაკლი ნოზაძე წერს, მან გადაცემა “ფარული კონვერტი” მონაწილეობისას 5 900 ლარი მოიგო, თუმცა ზურაბიშვილის კლიპში გამოჩენიდან მალევე გადაცემის პროდიუსერი დაუკავშირდა და უთხრა: “ფული სალომემ გადაგიხადოსო”.
“როგორც ჩანს ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა!
კიდევ ერთი ამბავი სად არის სიმართლე, ევროპა, დემოკრატია…
ცოტა ხნის წინ რუსთავი 2 ის პროექტ ფარულ კონვერტში 5 900 ლარი მოვიგე, გადაცემა რამდენიმე დღეში ეთერში უნდა გასულიყო. როცა დავინტერესდი და დავრეკე, მითხრეს მომავალ ორშაბათს გავაო. მერე არჩევნებია და ეთერში არ გადისო.
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე დამიკავშირდა გადაცემის ერთ-ერთი პროდუსერი (ეკა) და მითხრა – ფული სალომემ გადაგიხადოსო!
ამას ვამბობდი, სწორედ ეს არის სწორი საქციელი, ევროპაც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც.
მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობ ამ გადაცემის პროდიუსერებთან და ვაფასებ მათ ნიჭიერებას და მეგობრობას, მაინც ძალიან მეწყინა.
ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რახან ასეა, მირჩევნია ეს 5 900 ლარი რუსთავი 2 ელებმა გაინაწილონ,-წერს ნოზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები