გოგი მეშველიანი: ხვალ ქვეყნის ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტს ვირჩევთ
“ხვალ ქვეყნის ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტს ვირჩევთ, რომელსაც აქვს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი მეშველიანი.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ხვალ საარჩევნო ყუთებთან სწორ არჩევანს გააკეთებს და ხმას მისცემს ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ მომავალს.
“ხვალ, ქვეყნის ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტს ვირჩევთ, რომელსაც აქვს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ათობით შეხვედრა გავმართეთ მოსახლეობასთან. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი მოქალაქეები კარგად იცნობენ და აფასებენ სალომე ზურაბიშვილის პიროვნებას, მათ სჯერათ, რომ ის იქნება ობიექტური და ზეპარტიული პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატია, რომელსაც დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება აქვს, არის ფრანგული დიპლომატიური სკოლის აღზრდილი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ ჩვენი საზოგადოება საარჩევნო ყუთებთან კვლავ სწორ არჩევანს გააკეთებს, აირჩევს ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ მომავალს”, – აცხადებს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი.