ირმა სოხაძე: შეურაცხადი ზიზღი განსხვავებული აზრის მიმართ – “ნაცების” დაბრუნება დაუშვებელია

მომღერალი ირმა სოხაძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება საშიში და დაუშვებელია. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მათ განსხვავებული აზრის მიმართ შეურაცხადი ზიზღი გააჩნიათ, რაც პასიური ხალხის გამოფხიზლებას იწვევს.
სოხაძის თქმით, ისეთი კანდიდატი, რომელიც “ნაცებს” დაამარცხებს, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია.
“მოვედი TV პირველის გადაცემა “პირველებიდან”. მძიმე ეთერი იყო და კიდევ ერთხელ – უკვე მერამდენედ – დავრწმუნდი, “ნაცების” დაბრუნება მართლა უაღრესად საშიში და შესაბამისად, დაუშვებელია! უაპელაციო, უარგუმენტო და შეურაცხადი ზიზღი განსხვავებული აზრის მიმართ საშინელ ასოციაციებს იწვევს… ამან ბევრი ჩემი პასიური მეგობარიც გამოაფხიზლა. დღეს ეთერში მე დავასახელე სხვა, ნეიტრალური, ღირსეული, ჩემი რჩეული კანდიდატი, თუმცა ვფიქრობ, ამჯერად ვალდებული ვარ, პატიება ვთხოვო მას და შევცვალო ჩემი გადაწყვეტილება… და ხმა მივცე ერთადერთ კანდიდატს, ვისაც რეალური ძალა შესწევს “ნაცების” დამარცხებისა – სალომე ზურაბიშვილს”, – წერს ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები