პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან

პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, რომლებიც 28 ოქტომბრის ხმის მიცემის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს. საერთაშორისო დელეგაციებთან კანდიდატების ინდივიდუალური შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
ეუთო-ს, ნატო-ს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და PASSE-ს დამკვირვებლებს პირველი „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი შეხვდა. საუბარი საპრეზიდენტო კამპანიასა და საარჩევნო სისტემას შეეხება. დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კანდიდატისთვის კითხვები დაესვათ. კანდიდატებთან შეხვედრებს OSCE-ODIHR-ი უზრუნველყოფს.
დღის განმავლობაში, ​დელეგაციებთან შეხვედრებს დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი და გრიგოლ ვაშაძეც გამართავენ.
როგორც “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა ერთ-ერთი წინაპირობაა იმისათვის, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები