დავით მათიკაშვილი: სინამდვილეში, კონკრეტული პარტიები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის
„სინამდვილეში კონკრეტული პარტიები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამაზე ღიად არ საუბრობენ,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ცალკეული რადიკალური პარტიები დადიან რეგიონებში, ახდენენ შესაბამისი პარტიული რესურსის მობილიზებას, შესაბამის სემინარებს ატარებენ და ცდილობენ საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს განმეორებითი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხდება მზადება. ეს არჩევნები იქნება 2028 წელს და თუკი დღეს იწყებენ 2028 წლის არჩევნებისთვის მზადებას, ეს რა თქმა უნდა ცალკე საკითხია. სინამდვილეში კონკრეტული პარტიები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამაზე ღიად არ საუბრობენ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.