ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, სირიას სანქციები შეუმსუბუქოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება, სანქციებთან დაკავშირებით. მათი შემსუბუქება, დიდი ალბათობით, კარგი დასაწყისი იქნება ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანვე დასძინა, რომ „ამერიკას უნდა ახალი შესაძლებლობა მისცეს სირიას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები