გივი მიქანაძე: კომისიაზე ძალიან ბევრი ისეთი საქმეა გამოტანილი, რომლის შესახებ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ დრომდე ინფორმირებულიც არ იყო

„კომისიამ უკვე შეისწავლა როგორც  ცნობილი საქმეები უფლებების დარღვევის შესახებ, ასევე ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი ისეთი საქმე იქნა საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანილი, რომლის შესახებ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ დრომდე ინფორმირებული არ იყო,“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შეფასებისას განაცხადა.

„ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები არ იყო ერთჯერადი ხასიათის, ეს იყო სისტემური ხასიათის, ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი მიზანმიმართული ქმედება საკუთარი ხალხისა და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ამ კომისიის შექმნის მნიშვნელობის შესახებ“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები