სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2014 წელს „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, – ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2014 წლის ივლისში MH17 რეისის ჩამოგდებაზე, რითიც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია დაარღვია.

შემდეგი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან კომპენსაციის ფორმის განსაზღვრა უნდა გახდეს. თავდაპირველად, ICAO-მ უნდა დაავალდებულოს რუსეთს ნიდერლანდებსა და ავსტრალიასთან მოლაპარაკებების დაწყება.

ცნობისთვის, 2014 წლის 17 ივლისს „მალაიზიის ავიახაზების“ MH17 რეისი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურისკენ მიფრინავდა, აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, დონბასის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დროს. კატასტროფას ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა.

ჰააგის სასამართლომ 2022 წელს დაადგინა, რომ დონბასის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის ჩამოგდება რუსული რაკეტით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები