POLITICO: ლონდონში, კირ სტარმერის სახლში გაჩენილ „საეჭვო“ ხანძარს პოლიცია იძიებს

ჩრდილოეთ ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის სახლში გაჩენილ „საეჭვო“ ხანძარს პოლიცია იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა შესასვლელი კარი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ყუმბარის მსგავსი, ხმამაღალი აფეთქების ხმა და სავარაუდოდ შუშის მსხვრევის ხმა გაიგეს.

მომხდარს კონტრტერორისტული პოლიცია იძიებს, რადგან ხანძრის გაჩენის მიზეზს ისინი „საეჭვოს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები