შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილის მცდელობებით, შექმნილია გარკვეული სირთულეები და ჩვენ ველოდებით ამ სირთულეების გადაწყვეტას, ბურთი ახლა ევროკავშირის მხარესაა

კონფერენციის მსვლელობის მომენტში, საქართველო არის ლიდერი ბევრ კანდიდატთან შედარებით; საქართველო არის ლიდერი ევროკავშირის ზოგ წევრ ქვეყანასთან შედარებითაც კი სხვადასხვა პარამეტრით და უსამართლობაა, როდესაც საქართველოს მიმართ არის ისეთი მოპყრობა, რომელსაც ის არ იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვაქვს შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან გვესაუბრა საქართველო-ევროკავშირთან ურთიერთობის ჩვენეულ ხედვაზე. იმაზე, თუ სად ვხედავთ ჩვენ გამოწვევებს.

სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილის მცდელობებით, შექმნილია გარკვეული სირთულეები და ჩვენ ველოდებით ამ სირთულეების გადაწყვეტას. ბურთი ახლა ევროკავშირის მხარესაა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დროულად მოხდება ერთი მხრივ, გაცნობიერება იმის, რომ საქართველო საჭირო ნაწილია შემდგომი ევროპული განვითარებისთვის, ბევრი ასპექტით – როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მხრივ და მეორე მხრივ, აღიარება იმის, რომ საქართველო დღესაც, ამ მომენტშიც, კონფერენციის მსვლელობის მომენტში, საქართველო არის ლიდერი ბევრ კანდიდატთან შედარებით; საქართველო არის ლიდერი ევროკავშირის ზოგ წევრ ქვეყანასთან შედარებითაც კი სხვადასხვა პარამეტრით და უსამართლობაა, როდესაც საქართველოს მიმართ არის ისეთი მოპყრობა, რომელსაც ის არ იმსახურებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები