ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი რადა ავრცელებს.

“ეს დოკუმენტი გახსნის გზას იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკაში მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს, კერძოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, მრეწველობაში და დაზიანებული რეგიონის აღდგენაზე. შეთანხმების რატიფიცირება შესაძლებლობას მოგვცემს ფონდმა სრულფასოვნად დაიწყოს მუშაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და აშშ-მა მინერალების შესახებ შეთანხმება 30 აპრილს გააფორმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები