„ჰამასმა“ ისრაელ-ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლა

პალესტინურმა დაჯგუფებამ, „ჰამასმა“ ისრაელ-ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც აღნიშნულმა დაჯგუფებამ განაცხადა, „ჰამასი“ მზადაა ჩაერთოს მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყოვლისმომცველი და მდგრადი შეთანხმების მისაღწევად.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ედან ალექსანდერი აშშ-ის და ისრაელის მოქალაქეა. ის თელ-ავივში დაიბადა, თუმცა ნიუ-ჯერსიშია გაზრდილი. ალექსანდერი ღაზას სექტორის საზღვარზე ელიტურ სამხედრო დანაყოფში მსახურობდა, როდესაც 7 ოქტომბრის თავდასხმისას, „ჰამასის“ მებრძოლების ტყვედ ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები