ოდესის პროფკავშირების სახლში ხალხი ქლოროფორმმა იმხვერპლმა
ოდესის პროფკავშირების სახლში, სადაც 2 მაისს რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, აღმოჩნდა ნივთიერება ქლოროფორმი, რომელსაც მედიცინაში გამოიყენებენ, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ვიტალი საკალმა განაცხადა.
„პროფკავშირების სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებულია ნაგავი და ჭვარტლი, აღმოაჩინეს ნივთიერება ქლოროფორმი. ცნობილია, რომ მას იყენებენ ქირურგიული ოპერაციების დროს, თუმცა საიდან გაჩნდა ეს პროფკავშირების სახლში, უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება”, -განაცხადა ბრიფინგზე საკალმა. მან დაამატა, რომ ქლოროფორმი სუნთქვის შეჩერებას იწვევს, რაც მოხდა ოდესაში 2 მაისს, როდესაც 32 ადამიანი გარდაიცვალა.
ექსპერტების თქმით, თუ ქლოროფორმი ჰაერში დიდხანს იმყოფება და რეაქციაში შედის ჰაერთან, მაშინ ის საშიში ნივთიერება ხდება. როგორც ცნობილია, ეს ნივთიერება პროფკავშირების სახლში მხოლოდ ერთი დღე არ იყო. მან დაამატა, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა ექსპერტიზის დეტალურად ჩასატარებლად უკრაინაში ისრაელის საელჩოს მიმართეს საქმეში კვლიფიციური ექსპერტების ჩასართავად.