ივანიშვილი: ერთია ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის, მეორეა, როგორ დამახინჯებულად გადმოსცემენ

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გამოქვეყნებული აუდიჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ჩანაწერებთან დაკავშირებითაც მინდა, იგივე შეხვედრაზე, ხაზი გავუსვა იმას, რომ ერთია ჩანაწერები, რომლის ავთენტურობაც არ დასაბუთდა, არც ლონდონში და რა თქმა უნდა, არც ჩვენმა ბიურომ არ დაასაბუთა, მეორეა ის, და ეს არ არის მთავარი, რომ რაც იყო ამ ჩანაწერებში, იმასაც როგორ დამახინჯებულად გადმოსცემდნენ „რუსთავი 2“-ელები, როგორც გაბუნია, რომელიც წავიკითხე და კვესიტაძემ უკან დაიხია და ვერ გასცა პასუხი. ერთს ამბობს გაბუნია, სანამ დაიწყება ჩანაწერების ჩვენება, ჩანაწერებში აბსოლუტურად განსხვავებული ხმები ისმის და განსხვავებული შედეგი იხატება. მე მაინც მინდა დავამატო, რომ ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ყიფიანი მივიდა ოფისში ფარცხალაძესთან, შეაგინა და ფარცხალაძემ დაარტყა თუ სცემა, იმასაც ცდილობენ, რომ მოვიდა, ვთქვათ, ის ორი მონაწილე როგორმე ჩემამდე მოეყვანათ და მათი ინტერპრეტაციებით ესეც არ იკვეთება, რომ ჩემამდე მოვიდა, მაგრამ არ მოვიდა, ნუ თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა ყიფიანს უთხრა, რომ რატომ შეაგინე. მე არ ვიცი რეალურად რა მოხდა, დავიფიცებ ვისთანაც გინდათ, როგორც გინდათ, არც საქმე არ გამირჩევია, როგორ უნდა გამერჩია, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ და მერე რატომ დავუჭერდი, ვთქვათ თუ ესე წავიდოდა თანაბარ სიტუაციაში, ფარცხალაძეს მხარს, როდესაც ყიფიანი იყო ჩემი კუმირი, დათო ყიფიანი, მე გავიზარდე და ჩემს ახალგაზრდობაში მთელი ჩემი თაობა შეყვარებული იყო თბილისის „დინამოზე“ და დათო ყიფიანზე და მეც არ ვიყავი გამორჩეული და რატომ დავუჭერდი ფარცხალაძეს მხარს თუ ამის მსგავსი იყო, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ რეკეტი მიდის ჩემგან ორგანიზებული, რასაც გადმოსცემდნენ მე ამ საქმეებს ვარჩევ ეს არაფერი იქ არ ისმოდა. გაუპატიურება ახსენეს, სარდაფს ამბობდნენ, გაუპატიურებას ცდილობდნენო, არსად არ აისახება ეს, არც აისახება იმ ჩანაწერებში, არ აისახება ყიფიანის შემდგომ ჩვენებებში, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები