გურამ მაჭარაშვილი: მერობის პოსტზე რეალური კონკურენტი კახი კალაძეს ვერ ეყოლება
,,მერობის პოსტზე რეალური კონკურენტი კახი კალაძეს ვერ ეყოლება”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კალაძეს დიდი გამოცდილება აქვს.
„კახი კალაძეს, გარდა იმისა, რომ აქვს პრაქტიკული გამოცდილება მერობის თანამდებობაზე, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ასე შემდეგ, მას აქვს ასევე დიდი პოლიტიკური გამოცდილება, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერობას გაცილებით კიდევ უფრო მეტად უკეთ შეძლებს, ვთქვათ, ვიდრე აქამდე აკეთებდა.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობისა“ და მისი ფილიალების წარმომადგენლების კანდიდატურებს, დიდი მნიშვნელობა აქ არ აქვს, ვის დაასახელებენ, რადგან, თავისთავად კონკურენციაში შეხვიდე ისეთ კანდიდატთან, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება, პოლიტიკური გამოცდილება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, არის პრაქტიკულად შეუძლებელი. აი, სწორედ ამიტომ არის, როდესაც ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში რეალური კონკურენტი კახი კალაძეს ვერ ეყოლება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს დღეს წარადგენს. კანდიდატი მოქმედი მერი, კახა კალაძეა.