2 აგვისტოს, კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება
2 აგვისტოს, კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით,, ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.
„12:00 -17:00 საბავშვო და სპორტული აქტივობები, კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები.
12:00 შუამთობის ოფიციალური გახსნა – უხუცესთა ანსამბლი “ბერმუხა” და ვოკალური ანსამბლი „ხულო“.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები საპატიო ხულოელების დაჯილდოება ნიშნობის ცერემონია.
13:30-14:30 კონცერტი, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით:
ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“
ფოლკლორული ანსამბლი „ციცინათელა“
ქორეოგრაფიული ანსამბლი „საციხური“
ფოლკლორული ანსამბლი „სხალთა“
ბენდი „გოდერძი“
ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“
14:30-15:30 ურსა
15:30-16:30 კახაბერი და ხანუმები
16:30-18:00 DJ ჩიკი
14:30 – 17:00 სპორტული ღონისძიებები:
დოღი, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.