მედვედევი ტრამპს პასუხობს – „თუ ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები აშშ-ს აშფოთებს, რუსეთი ყველაფერში მართალია“
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები ვაშინგტონში ნერვულ რეაქციას იწვევს, ეს რუსეთის პოზიციის სისწორეზე მიუთითებს.
„თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა ძლევამოსილ ამერიკელ ლიდერს აშფოთებს, მაშინ, უდავოდ, რუსეთი ყველაფერში მართალია”, — დაწერა მედვედევმა სოციალურ ქსელში.
მედვედევის პოსტს წინ უძღოდა ტრამპის მანამდე გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის მედვედევს სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდებდა და მის ტონალობას მწვავედ აკრიტიკებდა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის ოფიციალური პირების აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და საერთაშორისო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
როგორც მედია წერს, მედვედევი, რომელიც დასავლეთის მიმართ მწვავე განცხადებებით არის ცნობილი, ბოლო პერიოდში აქტიურად აკრიტიკებს აშშ-ის პოლიტიკას უკრაინის ომისა და ნატო-ს გაფართოების საკითხებზე.