მისი თქმით, “ონლაინ ინტერნეტ ცენზურის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დევნის კანონის” მსგავსი კანონი, ერთი კვირით ადრე მიიღეს რუსეთში, მაგრამ ლონდონში ადგილი არ აქვს “აღშფოთებულ შეშფოთებას” და განცხადებებს “არა რუსულ კანონს” შესახებ.
„მთავარია ოპერატიულ – სამძებრო ქმედებების დროს, არ გავიდეთ საკუთარ თავზე”. ამ ფრაზას მიაწერენ ცნობილ საბჭოთა პროკურორ ვიშინსკის. მისი არსი, როგორც ჩანს უცნობია ბრიტანეთში, თუმცა ზედმიწევნით მიჰყვებიან მის სახიფათო “ნარატივს”. ლონდონში აქტიურ და ხმაურიან ფაზაში შევიდა “ონლაინ ინტერნეტ ცენზურის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დევნის კანონის” განხილვა. საინტერესოა, რომ ერთი კვირით ადრე მსგავსი კანონი მიიღეს რუსეთში, მაგრამ არც ერთ (!) “აღშფოთებულ შეშფოთებას” (“არა რუსულ კანონს!”) ლონდონში ადგილი არ ჰქონია.
სამაგიეროდ, კანონის ინიციატორმა, ლეიბორისტულმა პარტიამ (რეიტინგი 15%) უჩვეულო მიდგომა გამოიყენა კანონის კრიტიკოსებთან საბრძოლველად. მათ სათავეში კი “რეფორმატორთა პარტიის” (რეიტინგი 34%) ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯია. ერთი მეორის მიყოლებით, კირ სტარმერის მთავრობის კაბინეტის წევრები აცხადებენ, რომ თუ რეფორმების პარტიის ლიდერი შეზღუდვების წინააღმდეგია, მაშინ ის ავტომატურად ჯიმი სევილის მხარეს ირჩევს.
ჯიმი სევილი დიდი ბრიტანეთის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პედოფილია. სტარმერის მინისტრების ლოგიკა “მარტივია” ან მცირეწლოვანთა ინტერესების მხარეს ხარ და შეზღუდვებს მხარს უჭერ, ან ბრიტანელი „ჩიკატილოს” ფან-კლუბის წევრად ითვლები. ეს არის ღრმა კრიზისში მყოფი ლეიბორისტული პარტიის ახალი სტრატეგია ოპონენტებთან მიმართებით. მმართველი პარტია ახლა აგრესიულად უწევს პოპულარიზაციას ნებისმიერ კანონპროექტს და ცდილობს ოპოზიცია ასეთი პროვოკაციული რიტორიკით დაჩრდილოს.
ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ ჯიმი სევილის საქმე სწორედ კირ სტარმერს (მაშინდელი გენერალური პროკურორი) მიჰყავდა და სწორედ მან შეაჩერა გამოძიება 2011 წელს, რათა “მეტი მტკიცებულება” შეეგროვებინა. სწორედ ამ “დაპაუზების” პერიოდში “ვიღაცამ” მოულოდნელად გააქრო საქმიდან მნიშვნელოვანი მონაცემები. ამის გამო, სევილისთვის ოფიციალური ბრალდება არასდროს წაუყენებიათ და 2011 წლის ბოლოს ის “ჩუმად” გარდაიცვალა (მის საქმეში კი დარჩა მასალები 150-ზე მეტი გაუპატიურებული ბავშვის შესახებ). სასწაული “ნოუ-ჰაუ” იყო სტარმერის გუნდიდან რომელიღაც ავადმყოფური თავის წარმოსახვებში, პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში სწორედ ამ ეპიზოდის რეანიმირება. მიდი და არ დაეთანხმო ამხანაგ ვიშინსკის ბრძნულ დარიგებას…„ – წერს დავით ქართველიშვილი.