გურამ მაჭარაშვილი ანაკლიის პორტზე – სახელმწიფომ მათ არაერთხელ გადაუვადა პროექტის განხორციელების ვადები

„საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მორიგ ჯერზე არის დასტური იმისა, რასაც ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხაზარაძემ ისეთი გეგმა შესთავაზა სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში, წაგება იქნებოდა თუ მოგება, მას ფული უნდა ჩაედო ჯიბეში, თუ ანაკლიის პორტიდან იქნებოდა წაგება, სახელმწიფოდან უნდა ჩაედო ჯიბეში ფული“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არბიტრაჟმა უთხრა, რომ არამცთუ შენ არ გეკუთვნის, არამედ აქეთ გაქვს გადასახდელი ბიუჯეტისთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც გადააგდე. ეს არის რეალობა.

„თავად ხაზარაძემ რამდენჯერმე აღიარა, რომ მას ჰქონდა მოლაპარაკება ჩინელებთან, ირანელებთან, ამერიკელებთან, მაგრამ ვერ მოზიდა ვერც ერთი პარტნიორი, რაც თავისთავად იყო მისი ბრალეულობა. შემდგომ იკადრა, რომ თავის სახელმწიფოს და ხალხს მოსთხოვა მილიარდნახევარი, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ამოეღოთ ჯიბიდან ეს მილიარდ ნახევარი და წასულიყო ხაზარაძის ჯიბეში, რადგან მან ეს პროექტი უბრალოდ ვერ განახორციელა. ეს არის მისი მიდგომა ქართული სახელმწიფოს მიმართ და ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ამაზე მეტყველებს ზუსტად, რომ შეიტანა მოგებისთვის. არბიტრაჟმა უთხრა, რომ არამცთუ შენ არ გეკუთვნის, არამედ აქეთ გაქვს გადასახდელი ბიუჯეტისთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც გადააგდე. ეს არის რეალობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. მათივე ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები