ბიძინა ივანიშვილი: 2012 წლიდან მედია არის ხელშეუხებელი

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2012 წლიდან ქვეყანაში მედია არის თავისუფალი.
ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მე პირადად რითაც ვამაყობ იმის შემდგომ რაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წლიდან, პირველი, რომ მედია არის ხელშეუხებელი. ისევე, როგორც ბევრი ინსტიტუტი, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ ქვეყანაში დემოკრატია განვითარდეს. მაქსიმალურად მყარად უნდა დადგნენ და ხელშეუხებელნი იყვნენ. ჩემი შემობრუნება, არათუ როგორც რუსთავი 2 ცდილობს, ზეწოლად მოიხსენიოს, პირიქით, არ გაჩნდეს ცდუნება გუნდში, რომ ის რაც მივიღეთ – განვითარების ნაცვლად ცვლილებები არ დაიწყოს. თუმცა ამის არანაირი მაგალითები არ ისახება, პირიქითაა, თუ ადრე ხელისუფლება აშანტაჟებდა ბიზნესს ტოტალურად და გახსოვთ როგორ იმართებოდა, მედიაც მათ შორის, გაიხსენეთ რა მოხდა იმედში ან იბერიაში. დღეს გვაქვს მაგალითები პირიქით – ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს. მაგრამ ხელისფლების მხრიდან ან მედიის ან ბიზნესის შანტაჟის არცერთი მაგალითი არ გვაქვს, გარდა ამ გაურკვეველი ჩანაწერებისა, ისიც აბსოლუტურად ყირაზე არის დაყენებული.
ჩემი დაბრუნების მიზანი გახლავთ, მაისში დავბრუნდი სხვათაშორის მაისის შემდგომ ხელისუფლებასი მოხდა ცვლილებები; ივნისში, ივლისში ახალი ხელისუფლება დამტკიცდა. ის, რომ დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვა არის უაღრესად რთული, ამას სჭირდება ძალიან ძლიერი გუნდი და ამ ფორმით მართულ ხელისუფლებას უკვე დაეტყო რომ ჯერ გუნდში ვერტიკალი იყო სუსტი, მარჯვენამ არ იცოდა მარცხენა რას აკეთებდა, ძალიან ხშირად, ამის რესურსი გუნდს არ გააჩნდა, იმდენად რთულია ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა”,-აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები