ბიძინა ივანიშვილი: პარტიის როლს გავზრდით და ერთ წელიწადში ახალი სახეებით შეივსება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პარტიის როლის გაზრდაზე ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, პარტია, რომელიც ახლა უმოქმედოა, ერთ წელიწადში ახალი სახეებით შეივსება და მენეჯმენტი გაუმჯობესდება.
მისი თქმით, ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა რთულია.
„ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა არის უაღრესად რთული და საერთოდ, მდიდარი სახელმწიფოს მართვაც გაცილებით რთულია დემოკრატიული მმართველობით, ვიდრე ნებისმიერი დიქტატურით. შესაბამისად, ის, რომ გაჩნდა ეჭვები და ჩანდა თითქოს, რომ სახელმწიფო არის უმცირესობა, რომელიც მართავს უმრავლესობას და ერთადერთი, ვისაც აქვს ამავდროულად ძალის გამოყენების უფლება. ის, რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და, რასაც ანგარიშს უნდა უწევდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომ კანონს თუ არ დაიცავს, მას შეიძლება სახელმწიფომ პასუხი მოსთხოვოს, ამავდროულად ძალის გამოყენებითაც, თითქოს ეს იკარგებოდა.
​თვითონ პარტია, რომელიც არის პრაქტიკულად უმოქმედო, ერთ წელიწადში, აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსებ, ძლიერი ხალხით გავამაგრებ, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ. ამით, ვერტიკალის გამყარებით, დაიკარგება ეს უხეში ილუზია იმისა, რომ ვიღაცებს შეუძლიათ სახელმწიფოს სიძლიერეში ეჭვი შეიტანონ და სიტუაცია იოლად ამოაყირაონ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები