ბიძინა ივანიშვილი: მედიას აქვს უფლება, რომ აკონტროლოს ხელისუფლება

პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ოთხი მედიასაშუალების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე, სამი დღის წინ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის, “ტვ პირველის” და “იმედის” ჟურნალისტებთან მიცემული ინტერვიუ მიმოიხილა. მან მედიის სტანდარტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი მთავარი ვალდებულება ხელისუფლების კონტროლია.
“სტანდარტი, რომელიც მედიამ უნდა დაიცვას, ესაა უდიდესი, უმაღლესი, ვალდებულება, მაქსიმალურად აკონტროლოს ხელისუფლება და კრიტიკული იყოს მის მიმართ. რა თქმა უნდა, მთავრობის მეთაური იქნება თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ან ჩემს შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე, მყისიერი რეაქცია უნდა ჰქონდეს თუ იქნება თანამდებობის პირების მიერ კორუფციის მცდელობა. მაგრამ ტელეკომპანია “რუსთავი2″ აკეთებს პირიქით, ის არ ასრულებს და ვერ ასრულებს, რაც მედიას ევალება. ყველა შემთხვევაზე შავზე თეთრს იძახის”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისათვის, დღეს ბიძინა ივანიშვილი ოთხი მედიასაშუალების: “მაესტროს”, “ობიექტივის”, “პალიტრა ნიუსის” და “იბერიის” წარმომადგენელებს ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები