„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ – ზუგდიდის იუსტიციის სახლში გამოფენა გაიხსნა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე რეგიონებში გამოფენები გრძელდება. ამჯერად ექსპოზიცია ზუგდიდის იუსტიციის სახლში გაიხსნა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენა 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ წერილობით და ფოტომასალას მოიცავს.
2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის არის გამოფენა – „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც წლის განმავლობაში იუსტიციის სახლებში ტარდება.
არქივში დაცული მრავალფეროვანი დოკუმენტები საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების – არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრიტებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.
ზუგდიდის იუსტიციის სახლში გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება.