„WizzAir“-ის თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან ვარშავაში მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალურად დაეშვა

ავიაკომპანია „WizzAir“-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ქუთაისიდან 15:00 საათზე პოლონეთის დედაქალაქ ვარშავას მიმართულებით გაფრინდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალური დაშვება განახორციელა, – ამის შესახებ “კვირას” ქუთაისის აეროპორტის დისპეჩერმა განუცხადა.
მისივე თქმით, ავიალაინერმა გაფრენამდე ყველა ტექნიკური შემოწმება გაიარა და პოლონეთისკენ გაემგზავრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისი-ვარშავის მიმართულებით მოძრავ ავიალაინერის ბორტზე ბომბის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
აღნიშნულის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუმინულ ტელეარხ „Digi-24“-ზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი დაეშვა, სამართალდამცველები მის ბორტზე ბომბს ეძებენ, მათ შორის მგზავრების ბარგშიც.
ლაინერის ბორტზე 173 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანის ევაკუაცია განხორციელდა.
რუმინეთის ინფორმაციის სამსახურის ცნობით, აეროპორტში კრიზისული საბჭო შეიქმნა.
ადგილზე მივიდნენ სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანები, ასევე გამნაღმველები.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპრტში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები