ხუზმიაშვილი ხვალინდელ პრესკონფერენციაზე: მე მივალ, როგორც ერთი ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი, ეს გადაწყვეტილება მივიღე
„ვიფიქრე და გადავწყვიტე – წავიდე ხვალ პრესკონფერენციაზე. მაინტერესებს რას ეუბნება ბიძინა ივანიშვილი “იბერიასა” და “ომეგას” თანმშრომლებს, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ. მაქვს კითხვები და შევეცდები ეს კითხვები დავსვა….“ ,- ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი წერს.
ვახო ხუზმიაშვილის სტატუსს პოლემიკა მოყვა სოციალურ ქსელში, სადაც აზრი ორად გაიყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ ხუზმიაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც არ ეთანხმება ელისო კილაძე. ის ხუზმიაშვილს ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას ახსენებს:
„ ტელევიზიის განცხადებაში წერია, რომ იბერია დახურულია და შესაბამისად, არ მივა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე, ტელევიზიის პოზიციის წინააღმდეგ მიდიხარ ?!” – წერს კილაძე.
„მე არ გამივრცელებია არცერთი განცხადება …ამ წუთამდე საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვარ საბუთებზე მაინც… და პირადად მე მივიღე მოწვევა. ტელევიზია ვინაა? დარჩა ტელევიზიაში ვინმე? მე მივდივარ, ელისო, როგორც ერთი ჟურნალისტი, რომელიც აქამდე სთხოვდა ივანიშვილს კითხვებზე პასუხს, არაფერი არ დაშავდება თუ მივალ, ასე მგონია. მე მივალ, როგორც ერთი ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. ეს გადაწყვეტიილება მივიღე მე”, – პასუხობს ვახო ხუზმიაშვილი ელისო კილაძეს.