ნეთანიაჰუმ პალესტინის აღიარების შესახებ მაკრონის გადაწყვეტილება დაგმო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ მედიაში დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილება პალესტინის აღიარების შესახებ.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელს უწყობს ტერორს და ირანის კიდევ ერთი მარიონეტული სახელმწიფოს შექმნით იმუქრება.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებას, 7 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ (2024 წელი) თელ-ავივის გვერდით პალესტინის სახელმწიფო აღიაროს. ასეთი ნაბიჯი ხელს უწყობს ტერორს და ღაზაში მომხდარის მსგავსად, კიდევ ერთი ირანის მარიონეტული სახელმწიფოს შექმნით იმუქრება. ასეთ პირობებში პალესტინის სახელმწიფო ისრაელის განადგურების პლაცდარმად იქცევა. მოდით, ნათლად ვთქვათ: პალესტინელები არ ეძებენ სახელმწიფოს ისრაელის გვერდით, ისინი ეძებენ სახელმწიფოს ისრაელის ნაცვლად“, – წერს ნეთანიაჰუ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები