ირანელი ქალის თამამი კოცნა კანში და ირანის აღშფოთებული ხელისუფლება

ირანის ხელისუფლება კანის კინოფესტივალზე მსახიობ ლეილი ჰატამის საქციელმა აღაშფოთა, – ამის შესახებ “დეილი ტელეგრაფი” წერს. კინოფორუმის გახსნის ცერემონიალზე ვარსკვლავმა ფესტივალის პრეზიდენტს ჟილ ჟაკობას ლოყაზე აკოცა.
ირანის კულტურის მინისტრის მოადგილის ჰოსეინ ნუშაბადის განცხადებით, ის, ვინც საერთაშორისო ღონისძიებებზე ქვეყნის სახელს წარმოადგენს, ფრთხილად უნდა მოექცეს ირანელების ღვთისმოსაობას. მან ასევე დაამატა, რომ ირანელმა ქალებმა, რომლებიც უდანაშაულობისა და სათნოების სიმბოლოები არიან, მსოფლიოს თავი ცუდად არ უნდა დაანახვონ.
ამის გარდა, ნუშაბადი კანის კინოფესტივალის დაჯილდოებაზე მსახიობის საქციელს უადგილო და რელიგიური შეხედულებების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს. ფოტო, სადაც ირანელი მსახიობი და ჟაკობა ერთმანეთს კოცნიან, ირანულ მედიაში გავრცელდა.
ლეილა ჰატამი 1972 წელს რეჟისორისა და მსახიობის ოჯახში დაიბადა. ის მსოფლიომ 2002 წელს გაიცნო, როდესაც ოსკარი მიიღო ფილმისთვის “ნადერის და სიმინის გაყრა”, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა. ამ წელს კი ჰატამი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი ჟიურის წევრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები